საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-მარკ ეროს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2016 წლის 30 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან-მარკ ეროსთან. მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა ჟან-ჟაკ ეროს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და დაგეგმილი უმაღლესი დონის ვიზიტები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე პროცესები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთში ვიზიტით მიიწვია.