საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა

2015 წლის 11 აგვისტოს შვეიცარიის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა მ.წ. 10 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ქარელის რაიონის სოფლებში ცერონისსა და  თამარაშენში  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში ხაზგასმულია, რომ ბოლო ერთი თვის განმალობაში უკვე მესამედ ფიქსირდება ბანერების აღმართვის ფაქტი. რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართული, პროვოკაციული და აგრესიული ქმედებებით ძაბავს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას და ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს.