საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სამხრეთ საფრანგეთში გერმანული ავიაკომპანიის “Germanwings” კუთვნილი Airbus 320 ჩამოვარდნის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის სამხრეთით გერმანული ავიაკომპანიის “Germanwings” კუთვნილი Airbus 320, რეისით ბარსელონა-დუსელდორფი ჩამოვარდნის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს გერმანიის, ესპანეთის და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.