საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ქუვეითში, თუნისსა და საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 26 ივნისს ქუვეითში, თუნისსა და საფრანგეთში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რასაც ემსხვერპლა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.

ქართული მხარე საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული აქტების ზრდის ტენდენციას, მათ შორის, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტის" (ISIL)  მიერ ჩადენილ განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულებს, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.

 

 
ვიმედოვნებთ, მსოფლიო კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას ამ გამოწვევის დასაძლევად და  მივიჩნევთ, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი  რეაგირებისას, რათა არ გაიმარჯვოს ტერორისტების მცდელობამ, რელიგიური და კონფესიური ნიშნით განხეთქილება შეიტანონ ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას  უცხადებს ქუვეითის, ტუნისის, საფრანგეთისა და იმ ქვეყნის მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა ტერორისტულ თავდასხმებს.