საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის ქალაქ მედანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 30 ივნისს ინდონეზიის რესპუბლიკის ქ. მედანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც მოჰყვა 140-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და  საცხოვრებელი შენობების ნგრევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობასა და  ინდონეზიელ ხალხს.
 
თბილისი, 2015 წლის 1 ივლისი