საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 1 ივლისს ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით ეგვიპტის სამხედრო საგუშაგოების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც  მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობასა და ეგვიპტელ ხალხს, ხოლო ამ საზარელი თავდასხმის დროს დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯამრთელებას.
 
საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეგვიპტის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამოთქვამს იმედს, რომ ამ შემზარავ დანაშაულში მონაწილე პირები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.