საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2015 წლის 13 აგვისტოს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება „დაყშ“-ის/„ISIL“-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თადასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2015 წლის 13 აგვისტოს  ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული დაჯგუფება  „დაყშ“-ის/„ISIL“-ის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 200-მდე დაშავდა.  
 
აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფება აგრძელებს ერაყში არეულობისა და სექტარიანული განხეთქილების გაღვივებას, რაც საჭიროებს ერაყის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას.
 
საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ღონისძიებებს „დაყშ“-ის/„ISIL“-ის შესაკავებლად, ისევე როგორც ერაყის ხელისუფლების ძალისხმევას ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ერაყელ ხალხს.
 
ქ. თბილისი, 2015 წლის 14 აგვისტო