საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში ინდონეზიური ავიაკომპანიის Trigana Air კუთვნილი თვითმფრინავის მიერ განცდილ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 16 აგვისტოს ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში ინდონეზიური ავიაკომპანიის Trigana Air კუთვნილი თვითმფრინავის მიერ განცდილ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა 54 ადამიანი.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობასა და  ინდონეზიელ ხალხს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.