საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 26 ოქტომბერს ჩრდილოეთ ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 300-ზე მეტი და დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს და ავღანელ და პაკისტანელ ხალხებს, ასევე დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.