საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 26 ოქტომბერს ჩრდილოეთ ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა 300-ზე მეტი და დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის  მთავრობებს და ავღანელ და პაკისტანელ ხალხებს, ასევე დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.