საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

2015 წლის 1 ნოემბერი