საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2015 წლის 12 ნოემბერს, ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 41 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მორიგ უმძიმეს დანაშაულს.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ლიბანის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.