საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 24 ნოემბერს თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ მორიგ ტერორისტულ აქტს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 12 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს თუნისის რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში მონაწილე დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.