საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კარელიის  ბავშვთა ბანაკში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც მოზარდთა სიცოცხლე შეეწირა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.