საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2016 წლის 6-7 აგვისტოს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მომხდარ ძლიერ წყალდიდობასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016  წლის 6-7 აგვისტოს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მომხდარ ძლიერ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც ოცზე მეტი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა, ასევე დაშავებულია ათობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის მოსახლეობას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.