საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკის ბელუჯისტანის პროვინციაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 25 ოქტომბერს, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ბელუჯისტანის პროვინციის ქ.ქვეტაში მდებარე პოლიციის აკადემიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქართული მხარე შეშფოთებულია უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული თავდასხმების გამო. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და პაკისტანელ ხალხს, ხოლო დაშავებულებს  სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ქ. თბილისი, 2016 წლის 25 ოქტომბერი