საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ქ. ბიშკეკში მომხდარ ავია კატასტროფასთან დაკავშირებით

16.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ავიაკომპანია ACT Airlines-ის სატვირთო  ავიალაინერის ქ. ბიშკეკის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდნის გამო, რა დროსაც დაიღუპნენ ყირგიზეთისა და თურქეთის მოქალაქეები. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.