საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდა

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე 2014 წლის 13 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსი, შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის კანდიდატები. 

კონკურსი გამოცხადებული იყო ცენტრალური აპარატის 11 დიპლომატიურ თანამდებობაზე.  კონკურსის ფარგლებში  ჩატარდა  წერითი გამოცდები ორ უცხო ენასა და ქართულ ენაში (რამოდენიმე კონკურსანტმა ერთზე მეტი ვაკანსიის არჩევის გამო, დამატებით კიდევ ერთ უცხო ენაში ჩააბარა წერითი გამოცდა).  კონკურსის ბოლო ეტაპზე კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა. გასაუბრებაზე წარმოდგენილი იყო  41 კანდიდატი.  გასაუბრების საფუძველზე შეირჩა  11 კანდიდატი, ხოლო  კონკურსის 19 მონაწილეს კომისიამ  შესთავაზა დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვა.