საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2015 წლის 4 დეკემბერს აცხადებს სტაჟირების კონკურსს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2015 წლის 4 დეკემბერს აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესწავლის, შემდგომში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

აპლიკაციების მიღების ვადაა 2015 წლის 4 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
1) განაცხადების გადარჩევა;
2) ტესტირება ინგლისურ ენაში;
3) გასაუბრება;

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური ენის კარგად ცოდნა
• ავტომანქანის მართვის მოწმობა;
• ფიზიკური ჯანმრთელობა; 

კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში - (www.hr.gov.ge) „დამატებითი დოკუმენტაცია“ აუცილებლად უნდა ატვირთოს:
• ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კანდიდატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ
ქართულ თარგმანთან ერთად;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• თუ კანდიდატს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, აუცილებელია აიტვირთოს სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო ბილეთი).

სასურველია:
• მეორე უცხო ენის ცოდნა;
• ზოგადი განათლების და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე;
• დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალებში მუშაობის გამოცდილება;
• საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება;
• სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mfa.gov.ge).

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ) შემდეგ ტელეფონებზე - (+995 32)2-94-50-00 (შიდა 29-01; 29-02; 29-03). ელ-ფოსტა: interns@mfa.gov.ge.

აუცილებელია კანდიდატებმა შევსებული აპლიკაციები გადმოაგზავნონ (www.hr.gov.ge) ვებ-გვერდის მეშვეობით.
 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.