საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. 
გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა კოლეგებს ბოცვანადან, გაბონიდან, კაბო-ვერდესა და დომინიკის რესპუბლიკებიდან. 
შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს თანამშრომლობა, როგორც აფრიკის კონტინენტთან ასევე კარიბის ზღვის რეგიონთან. მინისტრებმა კმაყოფილება გამოხატეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივით, განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით.