საქართველოში აკრედიტებული შენგენის წევრი ქვეყნების საკონსულო დაწესებულებები სავიზო ინფორმაციის ერთიანი სისტემით სარგებლობას იწყებენ

2015 წლის 23 ივნისიდან საქართველოში აკრედიტებული შენგენის წევრი ქვეყნების საკონსულო დაწესებულებები დაიწყებენ სავიზო ინფორმაციის ერთიანი სისტემით სარგებლობას (VIS).
 
(VIS) წარმოადგენს ცენტრალურ ბაზას, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება შენგენის წევრ ქვეყნებს შორის მოკლევადიან შენგენის ვიზებზე (3 თვემდე ყოფნის უფლებით) ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
 
აღნიშნულ ბაზაში განხორციელდება უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე განმცხადებლის მიერ წარდგენილი ყველა შენგენის სავიზო განაცხადებისა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციის შენახვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული
ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება მრავალჯერადი შენგენის ვიზის გაცემის შემთხვევაში.
 
2015 წლის 23 ივნისიდან ის განმცხადებლები, რომლებიც პირველად შეიტანენ მოთხოვნას შენგენის ვიზის მიღებაზე ვალდებულნი იქნებიან, პირადად წარდგნენ შესაბამის საელჩოში თითის ანაბეჭდების წარდგენის მიზნით.
 
ანაბეჭდების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან შემდეგი პირები:
 
-12 წლამდე ასაკის ბავშვები;
 
-ის პირები, რომლებსაც თითის ანაბეჭდის წარდგენა ფიზიკურად არ შეუძლიათ;
 
-სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები და მათი მეუღლეები, აგრეთვე ოფიციალური დელეგაციის წევრები, იმ შემთხვევაში თუ ისინი ოფიციალური მიზნით მიწვეულნი არიან შენგენის წევრი ქვეყნის მთავრობის ან საერთაშორისო
ორგანიზაციის მიერ.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '12198')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.