საქართველოში აშშ-ის სავაჭრო მისიის ვიზიტი იმართება

13.09.2016 თბილისი - 2016 წლის 12-14 სექტემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზტით სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო მისია, რომელსაც ვაშინგტონის მერიის მცირე და ადგილობრივი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების უფროსი ჯონათან ბრეიდი ხელმძღვანელობს. სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებს წარმოადგენენ.

ვიზიტის მიზანს საქრთველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა და ქართველ პატრნიორებთან შესაძლო საქმიანი კავშირების დამყარება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში სტუმრობისას, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.  აშშ-ის სავაჭრო მისიაში წარმოდგენილი კომპანიებისა და 25-მდე  ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შორის ასევე იმართება ორმხრივი საქმიანი შეხვედრები. ქ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი საუბარი შეეხო ქალაქში სამეწარმეო საქმინობის განვითარების საკითხში გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერგაცვლას. 

აღნიშნული ვიზიტი ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით განხორციელდა.