საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება

2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო.

მიხეილ ჯანელიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოში მოღვაწეობას მიმდინარე წლის აგვისტოში დაასრულებს.