28.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ სამუშაოებსა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მინისტრმა 2016 წელი უაღრესად წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, ევროკავშირის მხრიდან მინიმალური მონიტორინგის გაწევით, რეკორდულ ვადებში შეძლო, რის შედეგადაც ის ევროპისათვის რეგიონში ერთადერთ სანდო და სტაბილურ პარტნიორად ერთხმად არის აღიარებული“.
მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ვიზა ლიბერალიზაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული შედეგები. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა არაფორმალურ გარემოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით და გამოხატა მზაობა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავს ფორმატში თანამშრომლობა. მიხეილ ჯანელიძემ დამსწრე ჟურნალისტებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 2016 წლის 28 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
23.04.2018 ქ. ბათუმი - ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-რო...
23.04.2018 - 2018 წლის 23-25 აპრილს ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ქ. ნიუ-იორკს ეწვევა, ...
22.04.2018 ქ. ბათუმი - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აჭარის რეგიონს ეწვია, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში&n...
22.04.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 23-24 აპრილს თბილისში გაიმართება საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები. ამ...
22.04.2018 - საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში გახსნილი ქართული საკვირაო...
Occupied Territories
European & Euro-Atlantic Integration
Welcome to Georgia
Georgia e-VISA portal