სებასტიან კურცმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

03.02.2017 თბილისი - ​ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოდან გაემგზავრა და  მედიის წარმომადგენლებთან ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. 

“საქართველო არის ქვეყანა უდიდესი ეკონომიკური პოტენციალით, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე ავსტრიული კომპანია, რომლებსაც სურთ, რომ მათი საქმიანობა საქართველოში კიდევ უფრო გააფართოვონ. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში“ - განაცხადა მინისტრმა.

სებასტიან კურცმა საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაში, ასევე ეწვია შავშებს, სადაც დევნილ მოსახლეობას შეხვდა.