სერბეთის პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ‘‘ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

2015 წლის 2 ივნისს სერბეთის პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ‘‘ შეთანხმებას.
 
ქართულმა მხარემ ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ აცნობა სერბულ მხარეს, ხოლო სერბეთის პარლამენტმა, თავის მხრივ, დღეს, 2015 წლის 4 დეკემბერს, 148 ხმით არცერთის წინააღმდეგ მოახდინა ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია.