სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

26 ოქტომბერს, ქ. ბელგრადში, სერბეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს ტომისლავ ნიკოლიჩს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
 
საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხოლო თავის მხრივ, ტომისლავ ნიკოლიჩმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ კოსოვოს არაღიარებისა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
 
იოსებ ნანობაშვილმა სერბეთის პრეზიდენტს გადასცა საქართველოს მთავრობისა და ხალხის საუკეთესო სურვილები და დაუდასტურა მზადყოფნა, ემსახუროს ორმხრივი ურთიერთობების გამყარებას მეგობარ სახელმწიფოთა შორის. ბატონმა ტომისლავ ნიკოლიჩმა კი თავის მხრივ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.
 
ვიზიტის ფარგლებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრები გამართა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან რ. ნინჩიჩთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გ. ალექსიჩთან და ეუთო-ს ბელგრადის მინისტერიალის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელთან დ. შაჰოვიჩთან. საქართველოს ელჩმა სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარმოადგინა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საინვესტიციო-სავაჭრო სფეროში დანერგილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.