სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ცნობილმა კორეელმა სოპრანომ, კორეის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯულია კომ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში კორეელი მუსიკოსების მიერ შესრულდა ქართული და კორეული კომპოზიციები.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის კორეის სახელმწიფო უწყებების, ბიზნესწრეების, დიპლომატიური კორპუსის, მას-მედიის წარმომადგენლები და კორეაში მცხოვრები ქართველები. სტუმრებს შორის იყვნენ აგრეთვე სეულში სამუშაო ვიზიტით მყოფი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია თურნავა და ფონდის წარმომადგენლები.