უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლისთვის სპეციალური საშვების მიღების საფუძვლები

2015 წლის 16 სექტემბერს მიღებული N 722 დადგენილებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ტერიტორიიდან გასვლის წესში.
 
აღნიშნული ცვლილებით გაფართოვდა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლისთვის სპეციალური საშვების მიღების საფუძვლების სია. საშვების მიღება შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებშიც: 

დიპლომატიური ან საკონსულო ფუნქციების შესრულების აუცილებლობა, კერძოდ,ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში, რომლების წევრი არის უკრაინა, აგრეთვე სხვა საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა სახელმწიფოების არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი უფლებათადამცველი მისიების მიერ თავისი საქმიანობის ჩატარების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში, სპეციალური საშვი გაიცემა მხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის ან თანხმობის საფუძველზე. 

ჟურნალისტური საქმიანობის ჩატარების აუცილებლობა (მხოლოდ უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს შუამდგომლობის ან თანხმობის საფუძველზე). 

რელიგიური მოძღვრების ქადაგების, რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულების ანსაჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობა (მხოლოდ უკრაინის კულტურის სამინისტროს შუამდგომლობის ან თანხმობის საფუძველზე).

ოქტომბერი 2015
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29      30        1       2       34
5  6 7  8    9  10 11 
12  13    14  15   16        1718
19    20    21     2223  24   25 
26  27     28     29    30           31 1  
2    3        4    5   6    7 8