უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნას მიღებული

5.10.2015 ბრიუსელი - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პიტერ სიიარტომ მიულოცა ქართველ კოლეგას ევროკავშირის წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) მხარდაჭერა და დღევანდელი გადაწყვეტილება.

მან მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს პროცესის შემდგომ წარმატებით გაგრძელებაში და აღნიშნა, რომ უნგრეთი ძალისხმევას არ დაიშურებს რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნას მიღებული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე  და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და აღნიშნეს ქვეყნებს შორის  მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.