ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი საქართველოშია

ლისაბონის „გრასას“ ტაძარში განთავსებული ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი საქართველოშია.18 ოქტომბერს "შატო მუხრანში" საზეიმოდ გაიხსნა წმ. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო რომელიც ქალაქ ლისაბონში, "დაგრასას" მონასტერში დაცული გრავიურის ზუსტი ასლია. პანო დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით.

პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა და სასულიერო პირებმა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პორტუგალიაში საქართველოს საელჩოსა და „შატო მუხრანის“ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.