შეხვედრა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფასთან

გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა. 
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინს შორის თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივები განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით. კოლეგამ გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინში მიიწვია, გამოითქვა მზადყოფნა ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწეროს ცალკეულ ორმხრივ ხელშეკრულებებს. მინისტრებმა დაადასტურეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.