შეხვედრა გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან

2016 წლის 1 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თანმხლებ გერმანიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების, საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები.
 
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბიზნეს დელეგაცია, ასევე გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროსთან, სააგენტოებსა და ფონდებთან.