შეხვედრა ევროკომისართან მიგრაციის საკითხებში

ქ.ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო  საკითხებში  დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოს დელეგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფომებს, განსაკუთრებით ვიზლაიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მოწინავე ქვეყნის როლს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღნიშნული ევროკავშირის მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანა დადებით შეფასებას მიიღებს.