შეხვედრა ესპანეთის მეფე, ფელიპე VI-სთან

18.01.2017 მადრიდი - ​საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს შეხვდა. 

ეს ისტორიაში პირველი შეხვედრაა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ესპანეთის მეფეს შორის.

შეხვედრაში, რომელიც "ელ პარდოს" სასახლეში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.