შეხვედრა ესტონეთის დელეგაციასთან

ბათუმში მიმდინარე მე-12 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანნეს ჰანსოს შეხვდა.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონელ პარლამენტარს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ესტონეთის პარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატავს.
 
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. განხილულ იქნა რიგის „აღმოსავლეთ პატნიორობის“ სამიტის შედეგები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგი, ასევე ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.