საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

"ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეებს სიტყვით მიმართა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუჯატა მეჰტამ.

მინისტრის მოადგილემ საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთოერთობების ძირითად მიმართულებებზე, გლობალური მასშტაბით ინდოეთის როლსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ამბასადორიალის ფარგლებში სუჯატა მეჰტამ ორმხრივი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

"საკმაოდ აქტიური სესია იყო. საშუალება მომეცა ელჩებისთვის გამეცნო ინდოეთის ხედვა მსოფლიოს მიმართ და თუ როგორ განვითარდა ინდოეთის პოლიტიკა საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში. ასევე მოვისმინე ელჩების მოსაზრებები სხვადახვა საკითხთან დაკავშირებით" - განაცხადა სუჯატა მეჰტამ.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 25-26 ივლისს ეწვია. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველო-ინდოეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომა და ასევე საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის სრული სპექტრი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ასევე კულტურული, განათლების და სექტორალური თანამშრომლობის კუთხით. მხარეებმა დაადასტურეს მზარდი ინტერესი ურთიერთ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით.

ივლისი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28     29      30      1           23
4     5 6           7   8       9      10
1112   13   14        15       16    17 
18 19   20  21   22  23   24 
25   26      27        28   29  3031
1   23 4 5    67