შეხვედრა ლატვიის დელეგაციათან

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან.

ლატვიელი დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემდგომი დღის წესრიგზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის სავიზო დიალოგს და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ლატვიის მხარდაჭერა და მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს პროცესის წარმატებით დასრულებაში.

თამარ ბერუჩაშვილმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას ლატვიის მიერ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის ძალისხმევა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის საქმეში, როგორც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.