შეხვედრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 2015 წლის 7 თებერვალს, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბიორგ ბრენდ შეხვდა. მინისტრემა ისაუბრეს ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამსრომლობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე.

 განაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე აღინიშნა,  ქვეყნებს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამსრომლობის არსებული დადებითი პრაქტიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა წლების განმალობაში საქართველოში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის მიერ გაწეული საქმიანობისათვის.
 
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
07.02.2015