შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრთან

ბათუმის მე-12 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსსთან.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები, მათ შორის, განსაკუთრებით აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. 

მინისტრის მოადგილემ ბერძენ პარლამენტარს გადასცა ქართული მხარის თხოვნა საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თაობაზე.