შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

2015 წლის 30 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.