შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 14 დეკემბერს გაცნობითი ხასიათის სამუშაო სადილი გამართა  საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ  დანიის სამეფოს ახლადდანიშნული ელჩი (რეზიდენციით კიევი), სან-მარინოს რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი (რეზიდენციით სან-მარინო), ფიჯის რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ბრიუსელი), ეგვიპტის ელჩი (რეზიდენციით ერევანი), ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ბაქო),  კორეის ელჩი (რეზიდენციით ბაქო), ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ანკარა) და ჩილეს რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ვარშავა). დიპლომატებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს  რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

ელჩებთან სამუშაო სადილზე  საუბარი შეეხო საქართველოსა და წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს.  განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სამომავლო პერსპექტივები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
 
მინისტრმა ელჩებს წარმატება უსურვა მათ სამომავლო საქმიანობაში.