შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

02.09.2017 აშშ, ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატში შეხვედრებს განაგრძობს. 

საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან  ბობ კორკერთან შეხვედრის დროს (რესპუბლიკელი ტენისის შტატი).

სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკელი კანონმდბელების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ყველა იმ საკითხისადმი, რაც საქართველოს  ტერიტორიების ოკუპაციას და უსაფრთხოებას ეხება. დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრმლობა.

მინისტრმა სენატორს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ. გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მინისტრმა სენატორი საქართველოში მოიწვია.





 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.