შეხვედრა ტონგასა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ოკეანეთის კუნძულოვანი სახელმწიფოს ტონგასა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა განავითაროს ურთიერთობა კუნძულოვან სახელმწიფოებთან. მინისტრებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ტონგას საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ვაცინგა ტოგს გაეროში დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.