შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ძიაო ჰუაისინთან

ა.წ. 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, რევაზ ბეშიძემ და აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, ეკა აკობიამ  შეხვედრა გამართეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ძიაო ჰუაისინთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღისწესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო სამუშაო ურთიერთობები ყველა აქტუალურ საკითხთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს ჩინურმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა და განუხრელი მხარდაჭერა.