ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს მცხეთაში უმასპინძლეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სამთავრობო დელეგაციამ, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის,  ჭანგ გაოლის ხელმძღვანელობით  მცხეთის ისტორიული ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. ვიცე-პრემიერს მასპინძლობას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.

ჩინეთის სამთავრობო დელეგაციამ ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი მოინახულა, რის შემდეგაც გაიმართა სამუშაო სადილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების სახელით, რომელსაც ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ორი სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ვიცე-პრემიერს და დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩინეთის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულითადი მასპინძლობისთვის.

2016 წლის 2-5 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის ჭანგ გაოლის ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად არის ჩინეთის მიერ ინიცირებული აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტისერთი სარტყელი, ერთი გზისკომიტეტის ხელმძღვანელი. ჩინეთის მრავალრიცხოვანი დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ვიცე-თავმჯდომარე ნინგ ძიჭე, საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელი, კომერციის ვიცე-მინისტრი ჭუნგ შანი, სახელმწიფო საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე დინგ სიანგიანი, სახელმწიფო საბჭოს კვლევითი ოფისის დირექტორის მოადგილე ჰან ვენსიუ, საგარეო საქმეთა მინისტრის ასისტენტი ლი ჰუილაი და სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერასაქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებშეთანხმებას დასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორისთანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი,  ახალი აბრეშუმის გზის იდეა და საქართველოს როლი,  საქართველოში ჩინური ინვესტიციების პერსპექტივები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა   და ამ მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.  მხარებმა ასევე მიმოიხილეს  სექტორული თანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე ეს გახლავთ ჩინეთიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი.