ხათუნა თოთლაძე ღონისძიებას "სამი ქვეყანა - ერთი ენა 2016" დაესწრო

2016 წლის 26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დაესწრო „გერმანული ენის თვის“ დევიზით „სამი ქვეყანა - ერთი ენა 2016“  გახსნის ცერემონიას და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და ავსტრიის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების ამ მნიშვნელოვან ინიციატივას საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრის პატრონაჟით ტარდება. „გერმანული ენის თვე“ მოძრაობის თეატრში მუსიკალური ჯგუფის - „Gankino Circus“-ის კონცერტით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.