ჯონ კერი: მინდა დავადასტურო, რომ აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის

„საქართველოში 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  ოკუპაციიდან მოკლე ხანში ჩამოვედი და როგორც მაშინ, ახლაც ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საგარეო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
 
სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდამეხუთე წლისთავი კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად აფასებს საქართველოს თანამშრომლობას  ნატოს წევრ ქვეყნებთან, და ასევე საქართველოს მიერ მსოფლიოში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გაწეულ  ძალისხმევას.
 
საუბრის დასასრულს ჯონ კერიმ იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრებს  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ დღეს განხილულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.
 
2016 წლის 6 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხელმძღვანელობდნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ასევე დაგეგმილია ჯონ კერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან.