ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერის 40 წლის თავის აღსანიშნავი მაღალი დონის შეხვედრა

2015 წლის 9-10 ივლისს ჰელსინკში გაიმართა ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერის 40 წლის თავის აღსანიშნავი მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ეუთოში სერბეთის თავმჯდომარეობა და ფინეთის მთავრობა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ და ეუთოში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

ცერემონიალური ღონისძიების შემდეგ გაიმართა დისკუსია ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და იქ არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. დავით დონდუამ ისაბრა აგრეთვე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქართული მხარის აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია იმისათვის, რომ გაიზარდოს ეუთოს როლი, როგორც ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ისე ზოგადად ჰელსინკის პრინციპების პატივისცემის თვალსაზრისით.

დონდუამ ასევე გამართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები ეუთოსა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.