საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​ამბასადირიალის მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს

ამბასადორიალის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის საკითხები განიხილეს.

სამუშაო სესიაში, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე მონაწილეობდნენ.

კულტურის მინისტრმა ელჩებთან შეხვედრაზე ისაუბრა სახელმწიფო კულტურის სტრატეგიასა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე, მიხეილ გიორგაძემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საკითხებასა და ამ პროცესში საქართველოს საელჩოების აქტიურ ჩართულობაზე, საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებსა და ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო კულტურულ პროექტებში და კულტურის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე.

განათლების მინისტრმა ყურადღება დაუთმო უცხოეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებსა და მათი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას. ალექსანდრე ჯეჯელავამ ელჩებთან შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა განათლების რეფორმის იმ მიმართულებაზე, რომელიც გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას უცხოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების თავლსაზსრისით.

დიასპორის საკითხებში სახემწიფო მინისტრთან განხილული იქნა მთავრობის მიერ დიაპორასთან ურთიერთობის საკითხებში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. ყურადღება გამახვილდა დიასპორის წარმომადგნელებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საზღვარაგრეთ საქართველოს პოპულარიზაციის თვალსაზრისით. 

მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ კულტურული დიპლომატიის სამუშაო პანელი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ივლისი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28     29      30      1           23
4     5 6           7   8       9      10
1112   13   14        15       16    17 
18 19   20  21   22  23   24 
25   26      27        28   29  3031
1   23 4 5    67